ბიზნესიდღის სიახლეებიპარტნირებისასტუმროებიტექნოლოგიები

სასტუმრო „ეპიზოდში“ საქართველოში პირველი კრიპტო გადახდა განხორციელდა

0
გაზიარება

სასტუმრო „ეპიზოდი“ თბილისში 6 თვეა გამოჩნდა და ის პირველი ტექნოლოგიური სასტუმროა რეგიონის მასშტაბით.

„ეპიზოდი“ არ უშინდება მზარდ ტენდენციებს და სტუმრებისთვის ყველანაირად კომფორტულ გარემოს ქმნის. ამ ყველაფერს კი დაემატა ანგარიშსწორება ვირტუალური ფულით, ანუ კრიპტო ვალუტით, რაც საქართველოს სასტუმროებში პირველად განხორციელდა. კრიპტომფლობელებს სასტუმროს ნებისმიერი სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ, იქნება ეს ოთახის დაჯავშნა თუ სერვისის შეძენა, რასაც სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს.

სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს და მწვანე სივრცე – ატრიუმს. ასევე მოიცავს საერთო სამუშაო სივრცეს, რომელიც ნომრის ღირებულებაში შედის. სასტუმროში ასევე  სტუმრებს დახვდებათ self-service სივრცე, სადაც განთავსებულია კიოსკენი, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის CHECK IN, CHECK OUT & RESERVATION დავალებებს. ანალოგიური დავალების შესრულება მომხმარებელს შეუძლია EPISODE HOTELS – ის აპლიკაციიდან, რომელიც ასევე მათ საშუალებას აძლევს მიიღონ სხვადასხვა სერვისები.

 

სასტუმრო გათვლილია ნომადებზე და ახალგაზრდა პროფესიონალებზე, რომლებიც ეძებენ ახალ საინტერესო გამოცდილებას სტუმარ-მასპინძლობის სექტორში. ეს არის გარემო, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ იმუშაონ მშვიდად, გაიცნონ საინტერესო ადამიანები, მიიღონ ინსპირაცია და დაეუფლონ ტექნოლოგიებს.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!