ბიზნესიდღის სიახლეებიმეღვინეობამომსახურების სფეროპარტნირებისაზოგადოება

„შატო ატენი’’ მომხმარებელს მალე ხის კოტეჯებში განთავსებას შესთავაზებს

0
გაზიარება

ღვინის ჭეშმარიტო მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ  „შატო ატენი“ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ქართლის რეგიონში მოგზაურობისას. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება – მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო და უგემრიელესი კერძები ისე მოგაჯადოებთ, უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.

ქართლის რეგიონის სიყვარულითა და განვითარების სურვილით სოსო ვანიშვილმა შექმნა საოჯახო მეღვინეობა შატო ატენი.

პროექტი “აწარმოე საქართველოში” კი შატო ატენის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა, რაც ხელს შეუწყობს შატო ატენის ტერიტორიაზე ხის კოტეჯების მშენებლობას.

“ჩვენთვის დიდი სტიმულია ამ პროექტში გამარჯვება, რომელიც გვაძლევს ბიძგს დავიწყოთ ჩვენი სტუმრების განთავსებაზე ზრუნვა. პროექტის ფარგლებში ვაშენებთ სამ ხის კოტეჯს თანამონაწილეობის თანხებით, ხოლო გრანტის თანხით შევიძენთ ყველა იმ ინვენტარს რაც კოტეჯებისთვის არის საჭირო.

ხშირად გვთხოვდნენ ჩვენი სტუმრები ღამით „შატო ატენში“ განთავსებას, რომლის შესაძლებლობაც არ გვქონდა. „შატო ატენმა“ საკმაოდ გაუთქვა ქართლის ღვინოებს სახელი, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. აღვადგინეთ ცქრიალა ,,ატენური“, შევქმენით ცქრიალა ,,ელისაბედი და ჩამოვასხით პირველი მოსავალი იშვიათი ქართლის ჯიში ,,ბუზა“. დღეს  „შატო ატენი“  უკვე ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ქართლში მოგზაურთათვის.

ძალიან მალე გაიზრდება ვენახების რაოდენობა, გაშენდება მხოლოდ ძველი ქართლის ჯიშებით,რათა აღდგეს და პოპულარიზაცია გაეწიოს უნიკალურ ქართლის ღვინოებს. მომავალში იგეგემება კიდევ უფრო გაიზარდოს კოტეჯების რაოდენობა“  –  განაცხადა GeoBusinessnews-თან  საუბრის დროს სოსო ვანიშვილმა.

 

ყველა ღვინის მოყვარულს კი, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ესტუმრონ “შატო ატენს” და დაუვიწყარი დრო გაატაროთ სოფელ ატენში. თუ ვერ ახერხებთ ატენს სტუმრობას, შეგიძლია ღვინის დასაგემოვნებლად “8000 მოსავალს” ესტუმროთ, სადაც წარმოდგენილია “შატო ატენის” ღვინის კოლექცია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!