შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები საპენსიო ასაკამდე სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ.დადგენილებიდან ირკვევა, რომ შახტებსა და მაღაროებში დასაქმებული პირები, საპენსიო ასაკამდე 5 წლით ადრე შეძლებენ პენსიის ოდენობის სოციალური დახმარების მიღებას ყოველთვიურად.
სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვთ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებულ პირებს, რომლებმაც მიაღწიეს 60 წლის ასაკს და სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისთვის გააჩნიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობის უწყვეტი სტაჟი და აგრძელებენ შრომით საქმიანობას მიწისქვეშა შახტებსა და მაღაროებში ან ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ წყვეტენ შრომით ურთიერთობას.ხოლო შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ქალებს, ისინი ზემოთაღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სოციალური დახმარების მიღებას 55 წლის ასაკიდან შეძლებენ.
სოციალური დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება საპენსიო ასაკის მიღწევამდე, ხოლო შემდეგ შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულები ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიის მიღებას შეძლებენ.