ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში ავტობუსის ზოლში ავტომობილებით გადაადგილებისა და უკანონო პარკირების 5 658 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
სქემის მიხედვით განსაზღვრულია 10 ძირითადი საგზაო დერეფანი, რომელიც დედაქალაქში ძირითადი მგზავრთნაკადის გადაადგილების მიმართულებებს უზრუნველყოფს.
აღნიშნული 10 საგზაო დერეფნის მოსაწესრიგებლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლის ე. წ „ავტობუსის ზოლი“ დახაზვითი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.