დღის სიახლეებისიახლეები

შეღავათი სესხის გამცემ სუბიექტებს – 10 000 – ლარიანი სარეგისტრაციო მოსაკრებელი ნახევარი წლით უქმდება

0
გაზიარება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სესხის გამცემი იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც დღეს ფუნქციონირებენ როგორც ინდმეწარმე და გადაკეთდებიან იურიდიულ პირად სარეგისტრაციო მოსაკრებელი ნახევარი წლით გაუქმდება.

„ამ ცვლილების მიზანია რეგულაციების ცვლილება ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს ჰქონდეს იურიდიული ფორმა. ანუ, ინდმეწარმე ვეღარ დარეგისტრირდეს სესხის გამცემ სუბიექტად. თუმცა ჩავთვალეთ, რომ არასამართლიანი იქნება, როდესაც ინდმეწარმეს ერთხელ გადახდილი აქვს სარეგისტრაციო მოსაკრებელი, მას იურიდიულ პირად გადაკეთების შემთხვევაში ხელახლა მოუწიოს ამ გადასახადის გადახდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

პაპუნა ლეჟავამ კომიტეტს კიდევ ერთი პროექტი წარუდგინა – „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნეს მოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებულია, ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარია.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!