დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა

0
გაზიარება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ფერმერებს შეუძლიათ აგროდრონი და მეტეო სადგური შეიძინონ- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები. შეღავათიანი აგროსესხით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის (აგროდრონი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტში, დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ ისეთი აგროდრონების შეძენა, რომლებსაც ექნებათ შესხურების, ასევე აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20,000 ლარიდან – 1,500,000 ლარამდეა. იგივე პირობა მოქმედებს მეტეო სადგურების მოწყობის შემთხვევაში. ფერმერები საკუთარ მეურნეობებში მეტეო სადგურის მეშვეობით შეძლებენ კლიმატის პროგნოზირებას, მავნებლებისა და დაავადებებისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციას, ასევე, სხვადასხვა აგრო სამუშაოების დასაგეგმად საჭირო მონაცემების შეგროვებას.სოფლის მეურნეობაში თანამედროვე გამოწვევების გადასალახად, გონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება მეტად აქტუალური ხდება, რათა უფრო მეტი შედეგის მიღება გახდეს შესაძლებელი, გაიზარდოს პროდუქტიულობა, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი კუთხით, ნაკლები დანახარჯების გაწევით. აღნიშნული მიდგომების გამოყენებით, შესაძლებელი ხდება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე; სოფლის მეურნეობის სექტორში შეიქმნას მეტი შემოსავალი და დარგის განვითარების პროცესი მდგრადობის პრინციპებზე იყოს დაფუძნებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!