2022 წლის ნოემბერში შესქელებული რძე იმ 10 საკვებ პროდუქტს შორის მოხვდა, რომელზეც ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა. ფასმა ამ პროდუქტზე 38,9%-ით მოიმატა.
2022 წლის 10 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 18.6 მლნ აშშ დოლარიდან 26.1 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა პროდუქტის იმპორტი. მხოლოდ 1.1 ტონითაა გაზრდილი მოცულობა. 2021 წელს 7 758 ტონა შემოვიდა, მიმდინარე წელს კი, 8 874 ტონა.
გაძვირების ძირითად მიზეზად მსოფლიო ბაზარზე პროდუქტის ფასის მატება სახელდება. გასულ წელს 1 კგ-ზე საშუალო ფასი 2.4 აშშ დოლარს შეადგენდა, წელს კი 2.9 აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველომ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქტი შეიძინა:
- ბელარუსი – 11 მლნ აშშ დოლარის 3 425 ტონა
- ირანი – 7.3 მლნ აშშ დოლარის 2 769 ტონა
- უკრაინა – 2.6 მლნ აშშ დოლარის 952.4 ტონა
- ნიდერლანდები – 2.3 მლნ აშშ დოლარის 625.8 ტონა
- გერმანია – 1.1 მლნ აშშ დოლარის 386.3 ტონა
- რუსეთი – 451 ათასი აშშ დოლარის 211.8 ტონა
- აზერბაიჯანი – 426 ათასი აშშ დოლარის 297.5 ტონა
- პარაგვაი – 270 ათასი აშშ დოლარის 75 ტონა
- მოლდოვა – 215 ათასი აშშ დოლარის 63 ტონა
- უზბეკეთი – 52 ათასი აშშ დოლარის 28.9 ტონა