ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება სხვადასხვა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტოვობებით.
ბიზნეს სამიტი არენა ჯგუფს უმასპინძლებს, რომელიც აერთიანებს: სპორტკომპლექს არენას, რაიმონდ რეზიდენსა და რაიმონდ პალასს.
სპორტული კომპლექსი არენა მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან სპორტულ სერვისს, სარეკრეაციო სივრცეებს, თავის მოვლისა და განტვირთვის შესაძლებლობას, კერძოდ: დახურული აუზი, ღია აუზი, ვერანდა, საუნა, ფიტნეს დარბაზი, ყინულის მოედანი, ქორეოგრაფიის დარბაზი, ბოულინგის დარბაზი, სქვოშის დარბაზი, ცეცხლსასროლი ტირი, სპორტული ტირი, სპორტული ტანვარჯიში ბავშვებისთვის, კარატეს და უშუს დარბაზი, სპორტული ბარი, სილამაზის სალონი, სპორტული და გამაჯანსაღებელი მასაჟი, კვების ობიექტები, საოფისე სივრცე, საპარკინგე სივრცე. არენა 1-ის მისაღებ ჰოლში განთავსებულია საქართველოში პირველი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების მოლი. არენა მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კეთილგანწყობასა და მათ კომფორტზე.
რაიმონდ რეზიდენსი – ლუქს კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ყველა მოლოდინს გაგიმართლებთ! რაიმონდ რეზიდენსში გათვალისწინებულია ყოველი დეტალი, თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის 4-ვე სეზონზე. 👇🏻 პროექტში გათვალისწინებულია: ☑ ინდივიდუალური ბუხარი ☑ დიდი აივანი ☑ აუზი ☑ ფიტნეს დარბაზი ☑ პარკინგი ☑ ვერანდები ☑ საბავშვო სივრცე ☑ გამწვანებული ეზო ☑ კაფე ☑ რესტორანი 🔑 აპარტამენტები დაპროექტებულია ერთიანი დიზაინერული ხედვით და ბარდება სრულად აღჭურვილი პრემიუმ ხარისხის ავეჯით, ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. აპარტამენტების მშენებლობის პროცესი კი უკვე დასრულებულია.
სათხილამურო ტრასებთან ახლოს, ულამაზესი ხედები წელიწადის ოთხივე სეზონზე ქმნიან დასვენების და ინსპირაციის წყაროს. აღსანიშნავია, რომ დიზაინერებმა ყველა ტიპის დამსვენებლისთვის მოსაწონ გარემოზე იზრუნეს და შექმნეს კომფორტული , მშვიდი და მყუდრო გარემო.
ოთხსართულიან პალასი 35 ნომრისგან შედგება, რომელიც კეთილმოწყობილია სუფთა მასალისგან დამზადებული ავეჯითა და საღებავებით. დამსვენებლებს, ასევე საშუალება აქვთ ესტუმრონ საუნას, რესტორანში მიირთვან უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები.