დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

SGBA ბიზნეს სამიტი არენა ჯგუფს უმასპინძლებს

0
გაზიარება

ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება სხვადასხვა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტოვობებით.

ბიზნეს სამიტი არენა ჯგუფს უმასპინძლებს, რომელიც აერთიანებს: სპორტკომპლექს არენას,  რაიმონდ რეზიდენსა და რაიმონდ პალასს.

სპორტული კომპლექსი არენა მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან სპორტულ სერვისს, სარეკრეაციო სივრცეებს, თავის მოვლისა და განტვირთვის შესაძლებლობას, კერძოდ: დახურული აუზი, ღია აუზი, ვერანდა, საუნა, ფიტნეს დარბაზი, ყინულის მოედანი, ქორეოგრაფიის დარბაზი, ბოულინგის დარბაზი, სქვოშის დარბაზი, ცეცხლსასროლი ტირი, სპორტული ტირი, სპორტული ტანვარჯიში ბავშვებისთვის, კარატეს და უშუს დარბაზი, სპორტული ბარი, სილამაზის სალონი, სპორტული და გამაჯანსაღებელი მასაჟი, კვების ობიექტები, საოფისე სივრცე, საპარკინგე სივრცე. არენა 1-ის მისაღებ ჰოლში განთავსებულია საქართველოში პირველი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების მოლი. არენა მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კეთილგანწყობასა და მათ კომფორტზე.

რაიმონდ რეზიდენსი – ლუქს კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ყველა მოლოდინს გაგიმართლებთ! რაიმონდ რეზიდენსში გათვალისწინებულია ყოველი დეტალი, თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის 4-ვე სეზონზე. 👇🏻 პროექტში გათვალისწინებულია: ☑ ინდივიდუალური ბუხარი ☑ დიდი აივანი ☑ აუზი ☑ ფიტნეს დარბაზი ☑ პარკინგი ☑ ვერანდები ☑ საბავშვო სივრცე ☑ გამწვანებული ეზო ☑ კაფე ☑ რესტორანი 🔑 აპარტამენტები დაპროექტებულია ერთიანი დიზაინერული ხედვით და ბარდება სრულად აღჭურვილი პრემიუმ ხარისხის ავეჯით, ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. აპარტამენტების მშენებლობის პროცესი კი უკვე დასრულებულია.

სასტუმრო რაიმონდ პალასი მდებარეობს დიდველის სათხილამურო ტრასიდან 500 მეტრში. ზღვის დონიდან 1700 მეტრზე კურორტი “ბაკურიანი”, მსოფლიოს შვიდ კურორტს შორის ერთ-ერთი მოთხოვნადი და ტურისტებისათვის საყვარელი ადგილია.

სათხილამურო ტრასებთან ახლოს, ულამაზესი ხედები წელიწადის ოთხივე სეზონზე ქმნიან დასვენების და ინსპირაციის წყაროს. აღსანიშნავია, რომ დიზაინერებმა ყველა ტიპის დამსვენებლისთვის მოსაწონ გარემოზე იზრუნეს და შექმნეს კომფორტული , მშვიდი და მყუდრო გარემო.

ოთხსართულიან პალასი 35 ნომრისგან შედგება, რომელიც კეთილმოწყობილია სუფთა მასალისგან დამზადებული ავეჯითა და საღებავებით. დამსვენებლებს, ასევე საშუალება აქვთ ესტუმრონ საუნას, რესტორანში მიირთვან უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები.

• ჯანსაღი გარემო
• მასიური ხით შექმნილი ავეჯი
• სპეციალურად შექმნილი უნიკალური პოსტერები
• ხელით მოხატული და დამუშავებული სანათები
•განსხვავებული ინტერიერი

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!