წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ტანსაცმლის ბრენდი – Veltauri
ტანსაცმლის ბრენდი- Veltauri • ველთაური ქმნის სამოსს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნი, ბრენდი აწარმოებს:
- ჯინსის ქურთუკები (გრძელმკლავიანი);
- ქურთუკები;
- მაისურები (მოკლე სახელოები);
- პერანგები (გრძელმკლავიანი და მოკლე);
- ჩანთები;
- ქუდი;
- ჰუდი;
- ლაბადა;
„პირველი ნამუშევარი საკუთარი მეუღლისთვის დავხატე, ნამუშევარს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ერთად დაგვეფუძნებინა კომპანია და მას შემდეგ აღარ გავჩერებულვართ.
ამ ეტაპზე გაყიდვებს ონლაინ ვანხორციელებთ და ჩვენი მიზანია, თბილისში შოურუმი გავხსნათ, რადგან ვფიქრობთ, რომ სამოსს, რომელიც იქმნება ხელით და მხოლოდ ერთი, საინტერესოა, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მომხმარებლისათვის.
გვაქვს სურვილი ჩვენი პროდუქცია გასცდეს საქართველოს ფარგლებს და უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს მის შესახებ, ამ მიზნით ყატარშიც ვიმყოფებოდი, სადაც ჩვენს ნამუშევრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თებერვალში ჩვენი პროდუქცია წარდგენილი იქნება საბერძნეთში “ქართული დიზაინის და ღვინის ფესტივალზე”. მაისში კი დაგეგმილი გვაქვს გერმანიაში ვიზიტი, ფესტივალის ფარგლებში იქაურ მომხმარებელს შევთავაზებთ, მათზე მორგებული თემატიკით მოხატულ სამოს. უახლოეს პერიოდში იგეგმება ამერიკის ბაზარზე „veltauri“-ის პროდუქციის წარდგენაც.
ამ ეტაპზე გაყიდვებს ვანხორციელებთ ონლაინ და ასევე მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა ფესტივალებზე საქართველოს მასშტაბითაც, რათა მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა ადგილზე გვესტუმრონ, შეაფასონ და შეიძინონ ჩვენი სამოსი“ – თათა ველთაური, ტანსაცმლის ბრენდი- „Veltauri • ველთაური“-ს დამფუძნებელი
მის: თბილისი, ვ. ნანეიშვილის #20
ტელ : 597 18 03 56
ელ. მისამართი: [email protected]
instagram.com/veltauriart