დღის სიახლეებისიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ტანსაცმლის ბრენდი – Veltauri

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:

✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;

✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;

✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;

აღნიშნული ღონისძიება 100  კომპანიას უმასპინძლებს.

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, ტანსაცმლის ბრენდი – Veltauri

ტანსაცმლის ბრენდი- Veltauri • ველთაური ქმნის სამოსს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნი, ბრენდი აწარმოებს:

  • ჯინსის ქურთუკები (გრძელმკლავიანი);
  • ქურთუკები;
  • მაისურები (მოკლე სახელოები);
  • პერანგები (გრძელმკლავიანი და მოკლე);
  • ჩანთები;
  • ქუდი;
  • ჰუდი;
  • ლაბადა;

„პირველი ნამუშევარი საკუთარი მეუღლისთვის დავხატე, ნამუშევარს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ერთად დაგვეფუძნებინა კომპანია და მას შემდეგ აღარ გავჩერებულვართ.

ამ ეტაპზე გაყიდვებს ონლაინ ვანხორციელებთ და ჩვენი მიზანია, თბილისში შოურუმი გავხსნათ, რადგან ვფიქრობთ, რომ სამოსს, რომელიც იქმნება ხელით და მხოლოდ ერთი, საინტერესოა, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მომხმარებლისათვის.

გვაქვს სურვილი ჩვენი პროდუქცია გასცდეს საქართველოს ფარგლებს და უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს მის შესახებ, ამ მიზნით ყატარშიც ვიმყოფებოდი, სადაც ჩვენს ნამუშევრებს  დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თებერვალში ჩვენი პროდუქცია წარდგენილი იქნება საბერძნეთში “ქართული დიზაინის და ღვინის ფესტივალზე”. მაისში კი დაგეგმილი გვაქვს გერმანიაში ვიზიტი, ფესტივალის ფარგლებში იქაურ მომხმარებელს შევთავაზებთ, მათზე მორგებული თემატიკით მოხატულ სამოს. უახლოეს პერიოდში იგეგმება ამერიკის ბაზარზე „veltauri“-ის პროდუქციის წარდგენაც.

ამ ეტაპზე გაყიდვებს ვანხორციელებთ ონლაინ და ასევე მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა ფესტივალებზე საქართველოს მასშტაბითაც, რათა მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა ადგილზე გვესტუმრონ, შეაფასონ და შეიძინონ  ჩვენი სამოსი“ – თათა ველთაური, ტანსაცმლის ბრენდი- „Veltauri • ველთაური“-ს დამფუძნებელი

 

მის: თბილისი, ვ. ნანეიშვილის #20

ტელ : 597 18 03 56

ელ. მისამართი: [email protected]

instagram.com/veltauriart

მსგავსი სიახლეები

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3,021,067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5.6%-ია- ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის…

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს…

განმეორებითი ცნობებისა და მოწმობების აღება ფასიანია

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები განმეორებით მიიღონ, აუცილებელია წარადგინონ, წერილობითი განცხადება და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოწმობის თუ ცნობის განმეორებით…

ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა

ჩინეთი ქართული სანელებლების მთავარი ექსპორტიორია. 2024 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა და 15.777 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის…

ელვის პრესლის ორიგინალი ფეხსაცმელი აუქციონზე 150 000 დოლარად გაიყიდა

ელვის პრესლის ლურჯი ფეხსაცმელი Henry Aldridge and Son -ის აუქციონზე 120,000 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 152,000 აშშ დოლარი) გაიყიდა. 1956 წელს, როდესაც ჩარტებში მოხვდა, მომღერლის სადებიუტო ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!