წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა გორში გამართეს, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის მიზნები და სამომავლო გეგმები დეტალურად იქნა განხილული.
„შევხვდით შიდა ქართლის რეგიონში არსებული ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერა. შეხვედრაზე წარმოვადგინეთ ფასდაკლების უნიკალური ბარათები, რომლის მფლობელებსაც განსაკუთრებული შეღავათები ელით მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი რიცხვი პირველ ეტაპზე 1მლნ იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ასოციაციის წევრ კომპანიებს აღნიშნული რაოდენობის პოტენციური მომხმარებელი ეყოლება. ჩვენ ვაგრძელებთ რა თქმა უნდა კიდევ ბიზნესებთან შეხვედრებს, კომუნიკაციას, მზად ვართ, რომ ძალიან ბევრი ახალი პლატფორმა გამოვიტანოთ და ვიმუშაოთ ბიზნესებისთვის და მომხმარებლებისთვის. მთავარია მიზანია, რომ ერთად შევქმნათ სპეციალური შეთავაზებების სივრცე“ – წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი, მაია ტატულაშვილი
ფასდაკლებები და სხვადასხვა აქციები salenews.Ge ზე განთავსდება და წევრ კომპანიებს ექნებათ განთავსებული საკუთარი პროდუქტები.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერი ბიზნესის მფლობელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში მათ სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს, რომელიც geobusinessnews.com-ზეა განთავსებული