წისქვილში, კერძოდ ლუდის მოედანზე 15-16 ოქტომბერს ლუდის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალზე მისულ ლუდის მოყვარულებს ორგანიზატორები საქართველოში იმპორტირებული, ვარშტაინერის, ვარშტაინერის, შოფერჰოფერის, გროლშისა და პილსნერის პრემიუმ ხარისხის ლუდებით გაუმასპინძლდებიან, რომელიც ნახევარ ფასად გაიყიდება.
ლუდის მოედანზე ფესტივალი დამსწრეებს სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობებს, შეჯიბრებებსა და თამაშებს შესთავაზებს. შეჯიბრებებში მონაწილეობა ჯგუფურადაც იქნება შესაძლებელი.
მონაწილეებს გადაეცემათ პრიზები, ორივე დღეს გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელი TI’ME 300 ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრებს.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი „VIP” და „ქიმერა“.