რუსეთიდან ფულადი გზავნილები ერთ თვეში, რეკორდულად, 136%-ით გაიზარდა. კერძოდ, ერონული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში უცხოეთიდან საქართველოში ჯამში, 505.7 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, აქედან 313.9 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. ეს მაშინ, როდესაც წინა თვეში რუსეთიდან საქართველოში – 132.98 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მარტში – 27 მლნ აშშ დოლარი, ხოლო თებერვალში – 21.9 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც 2022 წელის მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:
- რუსეთი – 313.9 მლნ აშშ დოლარი
- იტალია – 36.816 მლნ აშშ დოლარი
- აშშ – 27.776 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი – 20.808 მლნ აშშ დოლარი
- საბერძნეთი – 20.325 მლნ აშშ დოლარი
- ისრაელი – 16.069 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია – 13.311 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი – 8.127 მლნ აშშ დოლარი
- ყირგიზეთი – 5.682 მლნ აშშ დოლარი
- ესპანეთი – 4.955 მლნ აშშ დოლარი