დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

ერთ თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 136%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

რუსეთიდან ფულადი გზავნილები ერთ თვეში, რეკორდულად, 136%-ით გაიზარდა. კერძოდ, ერონული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში უცხოეთიდან საქართველოში ჯამშ​ი, 505.7 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, აქედან 313.9 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. ეს მაშინ, როდესაც წინა თვეში რუსეთიდან საქართველოში – 132.98 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მარტში – 27 მლნ აშშ დოლარი, ხოლო თებერვალში – 21.9 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც 2022 წელის მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

  • რუსეთი – 313.9 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია – 36.816 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ – 27.776 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი – 20.808 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი – 20.325 მლნ აშშ დოლარი
  • ისრაელი – 16.069 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია – 13.311 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი – 8.127 მლნ აშშ დოლარი
  • ყირგიზეთი – 5.682 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი – 4.955 მლნ აშშ დოლარი

მსგავსი სიახლეები

Amazon-ზე “კოდალას” სათამაშოები განთავსდება

ხის სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია “კოდალამ” ევროპის Amazon-ზე განსათავსებლად სათამაშოების პირველი პარტია უკვე გაგზავნა. საუბარია სოციალური საწარმოს 7 სახეობის რამდენიმე ასეულ სათამაშოზე, რომელიც პლატფორმაზე რამდენიმე…

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას აზარტულ თამაშებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მოხსენებისას აზარტული თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა.  ღარიბაშვილის განცხადებით, 1 500 000-ადამიანს შეეზღუდა წვდობა აზარტულ თამაშებზე. მისივე თქმით,…

წელს “ხვანჭკარას” მხოლოდ რაჭაში დაამზადებენ

ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში დაყენების შესახებ წესი წელს ამოქმედდება - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, რაჭაში სიმძლავრეები უკვე არსებობს,…

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა

მიმდინარე კვირას საერთაშორისო  ბირჟებზე ნავთობის ფასების   დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება: ბარელი Brent-ის ღირებულება თითქმის 3%-ით, 110-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, ხოლო WTI Crude-ის სავაჭრო ფასი ამჟამად 104 დოლარს აღწევს.…

“Fedex საქართველოში” მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა

კომპანია "Fedex საქართველოში" ამანათების გამოწერით ქვეყნებს შორის აშშ ლიდერობს, მას გერმანია და ჩინეთი მოჰყვება. როგორც BMG-ის, Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა, წელს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა