ღვინის ჭეშმარიტო მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ „შატო ატენი“ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ქართლის რეგიონში მოგზაურობისას. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება – მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო და უგემრიელესი კერძები ისე მოგაჯადოვებთ, უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.
„შატო ატენი“ საუკეთესო ადგილია ტურისტებისთვის, სადაც მათ შესთავაზებენ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესის აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და მასტერკლასებს.
„შატო ატენის“ ისტორია 2010 წელს იწყება; პირველი კარგი მოსავალი 2015 წელს მიიღეს; 2016 წელს კი ჩამოასხეს პირველი ბოთლი ღვინო და გახსნეს სადეგუსტაციო მარანი, სადაც ტურისტებს სთავაზობდნენ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესისი აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და მასტერკლასებს.
შატოში აწარმოებენ ოთხი სახის ღვინოს: ატენურს, ჩინურს, თავკვერს, ხიდისთაურს და სამი სახის ჭაჭას: კლასიკურს, მუხის კასრში დაძველებულს და ტარხუნაზე დაყენებულს.
ღვინო იწარმოება მხოლოდ ყურძნის წვენისაგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე, არ გამოიყენეა საფუარი და ქიმიური ნივთიერებები. ღვინო არის გაუფილტრავი და გადის ბუნებრივი დაწმენდის პროცესს, მინიმუმ, 9 თვის განმავლობაში.
შატო ატენის უპირატესობა ვენახი და ღვინის დაყენების საკუთარი ტექნოლოგიაა. ვენახი გაშენებულია ატენის მიკრო ზონაში საუკეთესო ადგილას,ყურძენი საუკეთესო მოდის, შესაბამისად, ღვინოც საუკეთესო დგება.