წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

შატო ატენი

0
გაზიარება

ღვინის ჭეშმარიტო მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ  „შატო ატენი“ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ქართლის რეგიონში მოგზაურობისას. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება – მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო და უგემრიელესი კერძები ისე მოგაჯადოვებთ, უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.

„შატო ატენი“ საუკეთესო ადგილია ტურისტებისთვის, სადაც მათ შესთავაზებენ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესის აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და მასტერკლასებს.

„შატო ატენის“ ისტორია 2010 წელს იწყება; პირველი კარგი მოსავალი 2015 წელს მიიღეს; 2016 წელს კი ჩამოასხეს პირველი ბოთლი ღვინო და გახსნეს სადეგუსტაციო მარანი, სადაც ტურისტებს სთავაზობდნენ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესისი აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და მასტერკლასებს.

შატოში აწარმოებენ ოთხი სახის ღვინოს: ატენურს, ჩინურს, თავკვერს, ხიდისთაურს და სამი სახის ჭაჭას: კლასიკურს, მუხის კასრში დაძველებულს და ტარხუნაზე დაყენებულს.

ღვინო იწარმოება მხოლოდ ყურძნის წვენისაგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე, არ გამოიყენეა საფუარი და ქიმიური ნივთიერებები. ღვინო არის გაუფილტრავი და გადის ბუნებრივი დაწმენდის პროცესს, მინიმუმ, 9 თვის განმავლობაში.

შატო ატენის  უპირატესობა  ვენახი და ღვინის დაყენების საკუთარი ტექნოლოგიაა.  ვენახი გაშენებულია ატენის მიკრო ზონაში საუკეთესო ადგილას,ყურძენი საუკეთესო მოდის, შესაბამისად, ღვინოც საუკეთესო დგება.

მსგავსი სიახლეები

KONICA MINOLTA

კონიკა მინოლტა: ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მომავლისთვის კომპანია Konica Minolta უკვე 150 წლისაა. ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Konica Minolta დამკვიდრდა, როგორც გლობალური…

სკოლა ეისი

კერძო სკოლა „ეისი“ - გვჯეროდეს წარმატების! 2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების…

ANDRE AUDIT GROUP

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი…

Eriniebi • ერინიები

ციფრული მარკეტინგული სააგენტო, რომელიც სრულად შეისწავლის ბრენდს, ეხმარება მას განვითარებაში, ბაზარზე პოზიციონირებაში და გაყიდვების ზრდაში ერინიების გუნდის წარმატების ფორმულა სიყვარულია, ყველა ბრენდი ვისთანაც ვთანამშრომლობთ,…

Language Centre (LC)

Language Centre (LC) 14 წლის წინ შეიქმნა და თავდაპირველად მხოლოდ უცხო ენები ისწავლებოდა: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, თურქული და არაბული. ინგლისური ენა იყო და არის მთავარი ღერძი ცენტრისთვის,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!