სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება, მოხდება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება 1 კვტ/ საათზე დაახლოებით 12 თეთრამდე მოხდება.
„სოციალური მიმართულებით ყველა ის ვალდებულება, რაც ქვეყანას აღებული აქვს გაგრძელდება 2023 წელსაც.ეს პროგრამები, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირებას, მოქმედებს შემდეგი პრინციპით: იმ ოჯახებს, რომლებსაც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება 1 კვტ/საათზე დაახლოებით 12 თეთრამდე მოხდება, ხოლო 70-150 ქულის მქონე ოჯახებში – ეს მოხდება დაახლოებით 3.5 თეთრით. ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გამოიყოფა“,- ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი