დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი პროექტი

0
გაზიარება

ახალი, ე.წ. ლიდერ პროგრამა-გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩართულობით,  მომზადდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამა ევროპული ტიპის სოფლის განვითარების მოდელს ითვალისწინებს და გულისხმობს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან ფორმირებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ინსტიტუციურ ჩართვას პროგრამის განხორციელების პროცესში. კერძოდ, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე დაყრდნობით, მათ მიერ შერჩეული პროექტები დაფინანსდება მეწარმეობის განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ახალი პროგრამა, რომლის განხორციელება 2023 წლიდან დაიწყება, სრულად აპრობირებული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ პროგრამებთან, რაც გულისხმობს, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იმ მიმართულებების განსაზღვრას, სადაც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება“,- განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!