დღის სიახლეებისიახლეები

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

0
გაზიარება

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 11%-დან 6,9%-მდე შემცირდა. კლების ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია 2020-2023 წლებში, როდესაც აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2.6 პროცენტული პუნქტით დაიკლო.

რეგიონში 8.4%-იანი სოფლის მეურნეობის წილით სომხეთი ლიდერობს, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აზერბაიჯანს აქვს – 2,9%. თავის მხრივ, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული სომხეთშიც, მაგალითად, 2013 წლისთვის სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 18%-საც კი აღემატებოდა.

2023 წელს თურქეთის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 6,28%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა, მაშინ თურქეთის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 7,69%-ს შეადგენდა.

Statista-ს მონაცემების თანახმად, 2023 წელს სოფლის მეურნეობის წილი რუსეთის მშპ-ში 3.9% იყო. აღსანიშნავია, რომ უახლოეს ათწლიან პერიოდში პროცენტულად მისი წილი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (2012-2022 წლებში 1%-ით გაიზარდა). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს იყო – 4.01%.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 2023 წელს 5,5%-ს შეადგენდა.

საქართველოში 2023 წელს 6,9% შეადგინა- ზოგადად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მცირემიწიანობა/მიწის ფრაგმენტაცია, რომელიც მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების და მასშტაბის ეფექტით სარგებლობის შესაძლებლობას აფერხებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021–2027) კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების შექმნას გულისხმობს და ბიზნეს სექტორში პროდუქციის გამოშვებას 770 მლნ ლარამდე, ხოლო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 1,300 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდას ისახავს მიზნად. მეორე მიზანი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია გახლავთ. მესამე კი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემებია.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!