კონტენტი არ მოიძებნა
0
გაზიარება
სტარტაპებიდღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

სტარტაპი “ქეთოს” დუშეთში მცირე საწარმოს მოწყობას გეგმავს

25-მდე დასახელების მურაბებისა და ჯემების მწარმოებელი სტარტაპი „ქეთოს“ დუშეთში მცირე საწარმოს მოწყობას გეგმავს.

სტარტაპის დამფუძნებელი ქეთი მელაძე აღნიშნავს, რომ დუშეთში მიწა უკვე შეიძინეს და მცირე საწარმოც ააშენეს, მომავალი წლიდან კი ინვესტიციის მოზიდვის შემდგომ სივრცის საჭირო დანადგარებით აღჭურვას დაიწყებენ. მისივე თქმით, გასულ წელს 5000 ქილა პროდუქტი აწარმოა, მაღალი მოთხოვნის გამო კი წელს 20 000 -მდე ქილის წარმოებას აპირებს.

„ვამზადებ სხვადასხვა სახეობის მურაბებსა და ჯემებს. განსაკუთრებული პოპულარობით წიწაკის ჯემი კომშით და მწვანე წიწაკის ჯემი ფეიხოათი სარგებლობს. ამასთან, ისეთი იშვიათი სახეობები მაქვს, როგორიც არის ატმის მურაბა როზმარინით, ჟოლოს მურაბა ტარხუნით. ნედლეულის ძირითად ნაწილს ვყიდულობ, თუმცა ალუბალი, ლეღვი თავად მომყავს და საკუთარ წარმოებას ვიყენებ.

სამომავლოდ დუშეთში მცირე საწარმოს მოვაწყობ. უკვე მიწა შევიძინე. მინდა ადგილობრივები დავასაქმო, იქვე დავრგო სხვადასხვა ხილის ხე და საკუთარი ნედლეულიც მქონდეს. ჩემი წიწაკის ჯემები, ვარდისა და კაკლის მურაბა საფრანგეთში იყო წარმოდგენილი და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ თბილისის სრულად ათვისების შემდეგ პროდუქტს ექსპორტზეც აუცილებლად გავიტან, ეს ჩემი მთავარი გეგმაა“ – ამბობს ის.

ცნობისთვის: „ქეთოს“ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. სტარტაპის პროდუქცია თბილისში 15 ობიექტში იყიდება. „ქეთოს“ პროდუქტების ფასი 5 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს.

მსგავსი სიახლეები

ლისაბონში ტურისტული გადასახადი გაორმაგდა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ხელისუფლება ტურისტულ გადასახადს აორმაგებს. ინფორმაციას ამის შესახებ  SchengenVisaInfo ავრცელებს. სასტუმროებში გატარებულ დღე-ღამეში ტურისტები დამატებით 4 ევროს გადაიხდიან, მაშინ, როცა ამჟამად…

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!