HR hub- ის ორგანიზებით HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართა, რომელსაც HR დირექტორები, მენეჯერები, დამფუძნებლები და ამ სფეროთი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად.
წლის მთავარ HR სამიტზე დამსწრე კომპანიების წარმომადგენლებს ასოციაციის მიერ შექმნილი უნიკალური HR პროდუქტი, Success Card (წარმატების ბარათი) წარუდგინეს, რომელიც კიდევ უფრო დიდ აქტუალობას იძენს ახლა, რადგან დღეს მსოფლიოში კომპანიებისთვის გამოწვევად რჩება დასაქმებულებს შეუქმნას დამატებითი ბენეფიტები, რომელსაც ისინი აქტიურად გამოიყენებენ მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად. სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად Success Card ერთადერთი პროდუქტია, რომელიც 500 ზე მეტ პარტნიორსა და 1000 ზე მეტ სერვისს აერთიანებს
„გაიმართა HR ბიზნეს სამიტი 2023 , ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ჩავერთოთ. დღეს სამიტზე HR დირექტორებს, მენეჯერებს, დამფუძნებლებსა და სფეროთი დაინტერესებულ პირებს წარვუდგინეთ ჩვენი პროდუქტი – Success Card (წარმატების ბარათი), რადგან დამატებითი ბენეფიტები საჭიროა როგორც დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად, ასევე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და ბიზნესის მდგრადობის შესანარჩუნებლად.
Success Card (წარმატების ბარათი) უზრუნველყოფს წახალისებისა და მოტივაციის ზრდას, რადგან დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა წამყვანი კომპანიების 1 000 – მდე ობიექტში 50% – იანი ფასდაკლებით ისარგებლონ „ – მაია ტატულაშვილი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი
HR სააგენტო ჰიროს ხელმძღვანელი მარიამ მეტონიძე აცხადებს, რომ Success Card აუცილებლად გაუწევს რეკომენდაციას და საკუთარ კომპანიებშიც გამოიყენებს.
„წარმოვადგენ კომპანია ჰიროს, რომელიც ადამიანური რესურსის მართვასთან დაკავშირებით კომპლექსურ სერვისებს სთავაზობს პარტნიორ ორგანიზაციებს. გავეცანი Success Card და როგორც ჩემს პირად ორგანიზაციებში, ასევე ჩემი პარტნიორ ორგანიზაციებში ამ უნიკალურ ბარათს აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას „ – მარიამ მეტონიძე
Success Card – არანაირი სამომავლო დაგროვების პრინციპი, ფასდაკლებები აქ და ახლა!