დღის სიახლეებირეპორტაჟებისაინტერესო სიახლეებისიახლეებისილამაზის და ესთეთიკის ცენტრები

Success Card – ის პრეზენტაცია HR ბიზნეს სამიტი 2023 -ზე

0
გაზიარება

HR hub- ის ორგანიზებით HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართა, რომელსაც HR დირექტორები, მენეჯერები, დამფუძნებლები და ამ სფეროთი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად.

წლის მთავარ HR სამიტზე დამსწრე კომპანიების წარმომადგენლებს ასოციაციის მიერ შექმნილი უნიკალური HR პროდუქტი, Success Card (წარმატების ბარათი) წარუდგინეს, რომელიც კიდევ უფრო დიდ აქტუალობას იძენს ახლა, რადგან დღეს მსოფლიოში კომპანიებისთვის გამოწვევად რჩება დასაქმებულებს შეუქმნას დამატებითი ბენეფიტები, რომელსაც ისინი აქტიურად გამოიყენებენ მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად. სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად Success Card ერთადერთი  პროდუქტია, რომელიც 500 ზე მეტ პარტნიორსა და 1000 ზე მეტ სერვისს აერთიანებს

„გაიმართა HR ბიზნეს სამიტი 2023 , ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ჩავერთოთ. დღეს სამიტზე HR დირექტორებს, მენეჯერებს, დამფუძნებლებსა და სფეროთი დაინტერესებულ პირებს წარვუდგინეთ ჩვენი პროდუქტი – Success Card (წარმატების ბარათი), რადგან დამატებითი ბენეფიტები საჭიროა როგორც დასაქმებულთა მოტივაციის გაზრდისა და გუნდურობის გასაძლიერებლად, ასევე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და ბიზნესის მდგრადობის შესანარჩუნებლად.

Success Card (წარმატების ბარათი) უზრუნველყოფს წახალისებისა და მოტივაციის ზრდას, რადგან დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა წამყვანი კომპანიების 1 000 – მდე ობიექტში 50% – იანი ფასდაკლებით ისარგებლონ „ – მაია ტატულაშვილი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი

HR სააგენტო ჰიროს ხელმძღვანელი მარიამ მეტონიძე აცხადებს, რომ Success Card აუცილებლად  გაუწევს რეკომენდაციას და საკუთარ კომპანიებშიც გამოიყენებს.

„წარმოვადგენ კომპანია ჰიროს, რომელიც ადამიანური რესურსის მართვასთან დაკავშირებით კომპლექსურ სერვისებს სთავაზობს პარტნიორ ორგანიზაციებს. გავეცანი Success Card და  როგორც ჩემს პირად ორგანიზაციებში, ასევე  ჩემი პარტნიორ ორგანიზაციებში ამ უნიკალურ ბარათს  აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას „ – მარიამ მეტონიძე

Success Card – არანაირი სამომავლო დაგროვების პრინციპი, ფასდაკლებები აქ და ახლა!

 

მსგავსი სიახლეები

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა

წელს, 3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა, რაც 56 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების…

საქართველო უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია – IMF

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!