დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

Success Card – ის, როგორც HR პროდუქტის პრეზენტაცია

0
გაზიარება

 დღეს მსოფლიოში, კომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს, დასაქმებულებს შეუქმნას დამატებითი ბენეფიტები, შეაჩეროს ადამიანური რესურსების გადინება, აგრეთვე დროულად მოახდინოს მისთვის სასურველი კანდიდატების მოძიება.

 სწორედ ამ მიზნით წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით  (SGBA) 5 ივლისს 17:00 საათზე ადამიანური რესურსების პრობლემებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება, სადაც განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული.

კონფერენციაზე თეონა ბაღათურია (HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი) ისაუბრებს თანამშრომლების კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის მეორე ნაწილში წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) პრეზიდენტი, მაია ტატულაშვილი და SGBA მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინი ლონგურაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს SUCCES CARD (წარმატების ბარათი) წარუდგენს, დეტალურად განიხილავენ წარმატების ბარათის უპირატესობასა და პრიორიტეტებს.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილში კი ბესიკ ექსეულიძე განიხილავს SGBA -ის  მიერ შექმნნილ HR პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მარტივი კავშირის დამყარება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა 3 ივლისს, 18:00 საათამდე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე : https://forms.gle/s9tJwFhAZJsVQxxF6

დამსწრებთა რაოდენობა შეზღუდულია !

მის : თბილისი, KING DAVID (მ.ალექსიძის ქ #12)

მსგავსი სიახლეები

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

2024 წლის შემოდგომაზე, გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება

„2024 წლის შემოდგომაზე გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით,…

16 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6866 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0457 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.9577 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!