დღის სიახლეებისიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

0
გაზიარება

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და თხილის, ლიქიორისა და ხილის ახალი ნარევი მიეღოთ.

ხუთვარსკვლავიანი შეფასებით მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმია:

  • ბელგიური შოკოლადი (ხუთი ვარსკვლავიდან 4,8)
  • ჯანდუია – ტურინი, იტალია (4,6)
  • შოკოლადის ტრიუფელი – შამბირი, საფრანგეთი (4,5)
  • ტიმ-ტამი – ავსტრალია (4,4)
  • შვეიცარული შოკოლადის ტრიუფელი (4,4)
  • ბელგიური პრალინები (4,4)
  • Nutella – პიემონტი, იტალია (4,2)
  • Pålægschokolade – დანია (4,1)
  • მოცარტკუგელი – ზალცბურგი, ავსტრია (4 ვარსკვლავი)
  • ამერიკული შოკოლადის ტრიუფელი – სან ფრანცისკო, აშშ (3,8)
  • ანანასიის გუნდები – ახალი ზელანდია (3,2)

TasteAtlas-ის საკვების რეიტინგი პორტალის აუდიტორიის შეფასებებს იმ მექანიზმით ეფუძნება, რომლებიც რეალურ მომხმარებლებს გამოარჩევს, ბოტებს კი აიგნორებს. პორტალი, ასევე, ემყარება ადგილობრივ ეროვნულ რეიტინგებს, ხოლო დამატებით მნიშვნელობას იმ მომხმარებლების შეფასებებს ანიჭებს, რომლებსაც სისტემა საქმის მცოდნედ აღიარებს. TasteAtlas-ი წერს, რომ საკვებზე მისი რეიტინგები საბოლოო გლობალურ დასკვნად არ უნდა განიხილებოდეს და მათი მიზანი შესანიშნავი ადგილობრივი კერძების პოპულარიზაციაა, ცნობისმოყვარეობის გაღვივება იმ კერძების მიმართ, რომლებიც მომხმარებელს ჯერ არ გაუსინჯავს.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!