დღის სიახლეებისიახლეები

თბილისის 12 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0
გაზიარება

EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხით, 12 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რამდენიმე მეტროსადგურის შესასვლელში კი მარტივი გადაადგილებისთვის დახრილი ლიფტები დამონტაჟდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერის, თამაზ რობაქიძის განცხადებით, დახრილი ლიფტები დამონტაჟდება შემდეგ სადგურებზე: „გურამიშვილი“, „სარაჯიშვილი“, სადგურის მოედანი 3“ , „სადგურის მოედანი 2“ და „წერეთელი“. დახრილი ლიფტებით სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები, ორსულები და მოხუცები, რათა მარტივად შეძლონ გადაადგილება.

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელიც გულისხმობს 50 მილიონ 600 ათასი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას, ამასთან, 5 მლნ ევრო არის გამოყოფილი გრანტის სახით EBRD-ის მწვანე კლიმატური ფონდის მიერ.პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ესენია – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“, „წერეთელი“, „გურამიშვილი“, „ისანი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „სადგურის მოედანი 1“, „სადგურის მოედანი 2“, „ღრმაღელე“, „მარჯანიშვილი“, „ნაძალადევი“ და „300 არაგველი“. სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების პანელების შეცვლას, მგზავრთა ინფორმაციის შეტყობინების სისტემის განახლებას, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც იცვლება, სადგურებზე უწყვეტი კვების რეჟიმიც შეიცვლება, ესკალატორებიდან ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით განხორციელდება სპეციალური პროექტი.

მოხდება სადგურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, კერძოდ, რამდენიმე მიწისქვეშა სადგურის შესასვლელში, კერძოდ, ეს არის „გურამიშვილი“, „სარაჯიშვილი“, სადგურის მოედანი 3“ , „სადგურის მოედანი 2“ და „წერეთელი“, დამონტაჟდება დახრილი ლიფტები. გარდა ამისა, შეიცვლება სადრენაჟო სისტემა, მოხდება ტექნიკური ხელსაწყოების შეძენა.ამ ეტაპზე EBRD-ის მიერ სპეციალური ექსპერტი-კონსულტანტების შერჩევა მოხდება, რომლებიც დაიწყებენ პროექტის კონცეპტუალურ დიზაინს. როგორც კი მორჩებიან კონცეპტუალური დიზაინის შედგენას, დაგვეხმარებიან ტენდერების გამოცხადებაში, რაც გულისხმობს ახალი პროექტების და სამშენებლო სამუშაოების ტენდერებს“,- აღნიშნავს თამაზ რობაქიძე.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!