ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასიახლეები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა

0
გაზიარება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის გლობალური სისტემის – CUPPS-ის უახლესი ვერსია დაინერგა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, IATA-ის მიერ დამტკიცებული თანამედროვე სისტემა სხვადასხვა სერვისების ერთობლიობას წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს, როგორც მგზავრთა, ასევე ავიაკომპანიების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

„თითოეული ავიაკომპანია მგზავრთა სარეგისტრაციო/ჩასხდომის ინდივიდუალურ სისტემას(DCS) იყენებს, CUPPS-ის დანერგვის შედეგად კი, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა ავიაკომპანიამ გამოიყენოს ერთი და იგივე მოწყობილობა და სივრცე, როგორც მგზავრთა სარეგისტრაციო დახლებზე (Check-in), ისე – გასასვლელებში (Gate).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში CUPPS-ის პლატფორმა 2021 წელს დაინერგა და რამდენჯერმე განახლდა. სისტემის უახლესი, თანამედროვე ვერსია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე მოქმედებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!