ამერიკული Standard & Poor’s 500-ის ინდექსმა 2022 წელს 19,8% დაკარგა.
ინდექსის ქვეშ გაერთიანებულ 11 დარგს შორის მატება მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორს დაეტყო – თითქმის 58%. ამასთან, ვარდნის ლიდერები იყვნენ სატელეკომუნიკაციო დარგი (-40%), სამომხმარებლო სექტორი (-37%), საინფორმაციო ტექნოლოგიები (-29%) და უძრავი ქონების სექტორი (-28%).
კომპანიებს შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა დაუფიქსრიდათ Generac Holdings – 71%, Match Group – 69% და Align Technology – 68%, წერს MarketWatch. აუთსაიდერების ტოპ-10-ში არიან Tesla – 65%, და Meta – 64%.
რაც შეეხება Nasdaq Composite-ის ინდექსს, რომელშიც ირიცხება მეტწილად ტექნოლოგიური კომპანიები, შემცირდა 33,6%-ით, ხოლო Dow Jones Industrial Average-ის ინდექსმა 2022 წელს იკლო 9%-ით.
S&P 500-ში შემავალი კომპანიების ჯამურმა ღირებულებამ წლის ბოლოსთვის კი შეადგინა 31,66 ტრილიონი დოლარი, რაც 21,6%-ით ნაკლებია 2021 წლის ბოლოს მონაცემებთან.