მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ დიდი ხნის წინ დაანონსებული ელექტროტრაილერების, Semi Truck-ების წარმოება დაიწყო – მათი პირველი მომხმარებელი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი, ამერიკული Pepsi იქნება, რომელსაც პირველ ავტომობილებს Tesla მიმდინარე წლის დეკემბერში მიაწვდის. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ში დაწერა.
როგორც მილიარდერის განცხადებიდან ვიგებთ, ელემენტების ერთი დამუხტვით, Tesla-ს ელექტროტრაილერი 800 კილომეტრის გავლას შეძლებს.
აღნიშნული ელექტროტრაილერების მისაღებად Pepsi-ს ძალიან დიდი ხნით მოცდა დასჭირდა, რადგან ასი ერთეული ავტომობილი კომპანიამ Tesla-ს ჯერ კიდევ 2017 წელს დაუკვეთა. იმ დროს არსებული ინფორმაციით, ელექტროტრაილერების წარმოება კომპანიას 2019 წელს უნდა დაეწყო, მაგრამ მოგვიანებით, პანდემიის, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებებისა და სხვა პრობლემების გამო, აღნიშნული პროცესი რამდენიმეჯერ შეჩერდა და გადაიდო.