ამერიკელი ბიზნესმენის, კომპანიების Space X და Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის აზრით, მისი კომპანიის Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ შესაძლოა, ამერიკული Apple-სა და არაბული სახელმწიფო სანავთობო კომპანია Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციას ერთად აღებულს აჯობოს. ამის შესახებ მან Tesla-ს მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვნ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გადავაჭარბოთ Apple-ის საბაზრო ღირებულებას. სინამდვილეში კი ხვედავ პოტენციალს, რომ Tesla-ს კაპიტალიზიცია იმაზე მეტი გახდეს, ვიდრე Apple და Saudi Aramco-ს ერთად აღებულის. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება სწრაფად და ეს იქნება ადვილი“, – განაცხადა მასკმა, რომელის გამოსვლასაც ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.
სააგენტო ბლუმბერგის მონაცემებით, 19 ოქტომბრის მონაცემებით Tesla-ს კაპიტალიზაცია შეფასებულია 695,7 მლრდ დოლარად, მაშინ როცა Apple-ის კაპიტალზაიცია 2,3 ტრილიონი დოლარია, ხოლო Saudi Aramco-სი 2,09 ტრილიონი დოლარი.