მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის Tesla-ს სერვისს მომხმარებელს „თეგეტა მოტორსი“ სთავაზობს. სერვისცენტრში შესაძლებელია ავტომობილის სრული დიაგნოსტირება, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა.
Tesla-ს ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამას სტატისტიკაც ადასტურებს – 2022 წელს ბრენდის გაყიდვებმა, დაახლოებით, 60%-ით მოიმატა. მართალია, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, შედარებით ნელა, მაგრამ მათი რიცხვი საქართველოშიც მზარდია. ამ განსხვავებული ელექტროსისტემის მქონე ავტომობილს გამორჩეული სერვისი, რაიმე პრობლემის შემთხვევაში კი, სპეციფიკური დიაგნოსტიკა, ანალიზი თუ გადაჭრის გზები სჭირდება.
„თეგეტა მოტორსის“ გუნდმა, სერვისის დანერგვამდე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგები გაიარა. მიღებული გამოცდილება კომპანიის სერვისცენტრში გადმოიტანეს და ყველა სამუშაოს კვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსები ასრულებენ.
„თეგეტა მოტორსში“ ამბობენ, რომ Tesla-ს ელექტრონული დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება როგორც ოფიციალური სადილერო დიაგნოსტიკური პლატფორმა, ისე ბაზარზე არსებული სხვა წამყვანი მოწყობილობები.
Tesla-ს ახალ, ოფიციალურ სადილერო დიაგნოსტიკის აპარატს „თეგეტა მოტორსში“ სერვისისთვის უკვე იყენებენ და ისეთი სერვისების დამატებას გეგმავენ, რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის.