საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებიფინანსები

თიბისის მხარდაჭერით, დაცულ ტერიტორიაზე პირველი ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა

0
გაზიარება

„კასს ლენდი“ ებრაული კომპანია „კასს ჯგუფის“ პროექტია, რომელიც საერთაშორისო კერძო ინვესტიციით, დაცულ ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. „კასს ლენდის“ ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, 10 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ტერიტორიაზე განლაგებულია კოტეჯები, ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, ჩანჩქერამდე მისასვლელი 1800 მეტრიანი გზა, საკემპინგე სივრცე და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ასევე, მშენებლობის პროცესშია პრემიუმ კლასის სასტუმრო.

“წალკის კანიონის გრანდიოზული პროექტი მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცითა და განსხვავებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, რომელსაც ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართული ტურიზმის ბრილიანტი. 240 მეტრიანი შუშის ხიდი, ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, დარწმუნებული ვარ მსოფლიო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ამ უნიკალური ნაგებობის გინესის რეკორდების წიგნში შეტანის შესახებ”, – აცხადებს ეკატერინე თორდია, “კასს გრუპ” ჰოლდინგის CEO.

“საქართველოში ტურიზმის აქტიურ აღდგენასთან ერთად, ახალი ტურისტული მიმართულებები ჩნდება და ქვეყანა სრულიად განსხვავებულ პოტენციალს ითვისებს. მოხარულები ვართ, რომ ტურისტულ რუკაზე, თიბისის მხარდაჭერით გაჩნდა ადგილი, სადაც უნიკალური ბუნება და თანამედროვე ინფრასტრუქტურა იდელაურად ერთიანდება და სრულიად განსხვავებული სამოგზაურო გამოცდილება იქმნება. მსგავსი ტიპის მსხვილი პროექტები, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას, ასევე ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესსა და ნდობას ზრდის. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აღნიშნული მიმართულებით თიბისის მიმდინარე პორტფელი 373 მლნ ლარის დაფინანსებას შეადგენს. ბაზრის 45%-იანი წილით, ტურიზმის სექტორის დაფინანსების მიმართულებით, ლიდერები ვართ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თიბისის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 44 სასტუმრო გაიხსნა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობა. „კასს ლენდი“ სწორედ თიბისისა და „აწარმოე საქართველოს“ წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, თიბისის მიერ ჯამურად გაცემული დაფინანსება 2 მილიარდ ლარს შეადგენს და 4600 კომპანიას აერთიანებს“, – აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!