საბანკო სექტორის მოგება გასული წლის რეკორდულ მაჩვენებლებს ვერ იმეორებს.
აპრილში ბანკების წმინდა მოგება 109.3 მლნ ლარი იყო, მარტში არსებული 110.1 მილიონის შემდეგ. გასული წლის აპრილთან შედარებით კი, სექტორმა 37%-ით ნაკლები წმინდა მოგების დაგენერირება შეძლო. შარშან ამავე პერიოდში წმინდა მოგება 173 მლნ ლარს შეადგენდა.
4 თვეში კი, საბანკო სექტორი 522.8 მლნ ლარის წმინდა მოგებას აჩვენებს. ამავე პერიოდში ბანკებმა სესხების შესაძლო დანაკარგების გამო, 166 მლნ ლარი დაარეზერვეს, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში 31.3 მლნ ლარის ამორეზერვება მოახდინა, რაც მომგებიანობის ზრდაზე აისახება.
მომგებიანი ბანკების ლიდერია „თიბისი ბანკი“, რომელმაც 279 მლნ ლარის მოგება მიიღო.
კომერციული ბანკების TOP – 5 მოგების მიხედვით / 2022 წლის 4 თვე
თიბისი ბანკი – 279,423 მლნ ლარი
საქართველოს ბანკი – 210,296 მლნ ლარი
ბაზის ბანკი – 21,719 მლნ ლარი
ლიბერთი ბანკი – 12,692 მლნ ლარი
კრედო ბანკი – 6,973 მლნ ლარი