„წისქვილი ჯგუფმა“ ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალი კონცეფციის სივრცე – „თეატრი“ გახსნა. დარბაზი სცენისა და პავილიონისგან შედგება, რომელიც ყველანაირი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად კი, სტუმრებს ვახშმითაც გაუმასპინძლდებიან.
„წისქვილის ჯგუფის“ მიერ შექმნილი „თეატრი“ Dining Theatre-ის კონცეფციას ეფუძნება, რაც წარმოდგენას ვახშმის თანხლებით გულისხმობს. ამგვარ სივრცეს საქართველოში ჯერჯერობით ანალოგი არ აქვს.
„თეატრი“ მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს თეატრალური, საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენების, კონცერტის, გალა ვახშმის, პრეზენტაციის, კონფერენციის, ტრენინგის, ფესტივალის, კორპორაციული წვეულების, ქორწილის, დაბადების დღისა და სხვა ნებისმიერი ტიპისა და მასშტაბის ღონისძიების ორგანიზებასა და გამართვას.