სააგენტო Trend-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თურქმენეთის საზღვაო სავაჭრო ფლოტმა იანვრიდან თურქმენბაში-ბაქო-თურქმენბაშის მარშრუტზე კონტეინერების ტრანსპორტირებისთვის ფიდერული გემი ჩაუშვა.
ფიდერული ტრანსპორტირება, როგორც წესი, მცირე დისტანციებზე ტვირთის მცირე გემებით გადაზიდვას გულისხმობს. მისი მთავარი უპირატესობა ოპტიმალური ღირებულება და გემების ოპერატიული დამუშავებაა, რაც პორტებში თავისუფალი ნავმისადგომის მოლოდინში მათ გაჩერებას გამორიცხავს. თურქმენეთიდან საზღვაო ტრანსპორტირებით კონტეინერების სატრანზიტო გადაზიდვების ტარიფები შემდეგია: 20-ფუტიან კონტეინერზე 220 დოლარი, 40 ფუტიანზე – 270 დოლარი, ხოლო 45-ფუტიან კონტეინერზე 320 დოლარი.