პროექტ “გალფი ბავშვებისთვის” ფარგლებში უპრეცედენტო თანხა, ჯამში 1,016,001 ლარი აკუმულირდა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1500-ზე მეტ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახზე გადანაწილდება. პროექტი 19 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა გალფის ქსელში, სადაც გალფის მომხმარებლების მიერ გალფ კლუბის ბარათით შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 10 თეთრი სპეციალურ ანგარიშზე გროვდებოდა.
სოციალუური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით გალფის მხრიდან მოხერხდა 1500-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახთან დაკავშირება. ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ დახმარებას მიიღებენ დაკომპლექტებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალური მედიის შესაბამისი ჯგუფებისა და ტელევიზიებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე