InterNations Expat Insider 2022-ის რეიტინგის მიხედვით ვალენსია, ლისაბონი და მადრიდი ექსპატებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქების ტოპ 10-ულში მოხვდნენ.ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ვალენსია ყველაზე მიმზიდველი ქალაქების რეიტინგში წინა წლებშიც ლიდერობდა. ქალაქი თავისი კლიმატისა და სამედიცინო მომსახურების გამო ექსპატებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი წელსაც აღმოჩნდა.ექსპატებმა მაღალი შეფასება მისცეს ქალაქში არსებულ სპორტის შესაძლებლობებს, ასევე, საცხოვრებლის ხელმისაწვდომ ფასებსა და ადგილობრივების კეთილგანწყობას. ერთადერთი სფერო, რომელშიც ვალენსია რეიტინგის სხვა ლიდერებს ჩამორჩება, კარიერული შესაძლებლობებია. კერძოდ, ადგილობრივ მცხოვრებთა 27% ხელფასით უკმაყოფილოა.
ლისაბონმა და მადრიდმა, რომლებიც რეიტინგში მე-4 და მე-5 ადგილებს ინაწილებენ, მაღალი შეფასება თავიანთი კლიმატისა და ადგილობრივი კულტურისთვის მიიღეს.
საუკეთესო ქალაქების ტოპ 10-ეული:
- ვალენსია (ესპანეთი)
- დუბაი (არაბთა გაერთიანებული საემიროები)
- მეხიკო (მექსიკა)
- ლისაბონი (პორტუგალია)
- მადრიდი (ესპანეთი)
- ბანკოკი (ტაილანდი)
- ბაზელი (შვეიცარია)
- მელბურნი (ავსტრალია)
- აბუ დაბი (არაბთა გაერთიანებული საემიროები)
- სინგაპური
რეიტინგს ყოველწლიურად გამოკითხვის შედეგების საფუძველზე ადგენენ და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან რამდენიმე ათეული ათასი ექსპატი მონაწილეობს. რესპოდენტები ქალაქებს ოთხ სფეროში აფასებენ, როგორიც არის დასვენება და კლიმატი; ტრანსპორტი; უსაფრთხოება და პოლიტიკა; ჯანმრთელობა და გარემო.