დასვენება და გართობაკახეთისასტუმროებიტურიზმიტურიზმი, დასვენება და გართობა

Vineyard Hotel & Winery – სასტუმრო, რესტრავრირებული მარნითა და მყუდრო გარემოთი

0
გაზიარება

Vineyard Hotel & Winery – სახლში დაფუძნებული სასტუმროა, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს თელავის რაიონ სოფელ ნაფარეულში. სასტუმრო 11 ნომრისგან შედგენა, სადაც 29 პერსონის განთავსებაა შესაძლებელი. ბუნებასთან შერწყმული სივრცე ჰარმონიასთან და სიმშვიდესთან ასოცირდება, რასაც ყველა სტუმარი ერთხმად აღნიშნავს.

დროთა განმავლობაში ულამაზეს გარემოს ღია და დახურული აუზი, რესტორანი, საბილიარდო და ტენისი შეემატა, დამფუძნებლები კი მომხმარებლების სიახლეებით გაოცებას დღემდე აგრძელებენ.

სასტუმროს განსაკუთრებულს ხდის ინტერიერი და ექსტერიერი, რომლის მოწყობაშიც ოჯახი თავად იყო ჩართული და ერთობლივად გაალამაზეს თითოეული კუთხე.

როგორც თათია ღარიბაშვილი, სასტუმროს ერთ-ერთი დამფუძნებელი Geobusinessnews-ის ჟურნალისტთან განმარტავს, რომ მისთვის პრიორიტეტული სტუმრებზე ზრუნვაა:

„ვცდილობთ ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს დავახვედროთ თბილი და მყუდრო გარემო როგორც ვიზუალურად, ასევე მომსახურების კუთხით. ავირჩიეთ „სახლური“ ტიპი და ასეთი გვაქვს კერძებიც. ყველა დეტალში ჩართულები ვართ, რათა სტუმრებს ვასიამოვნოთ“.

რაც შეეხება ნომრებს, ერთმანეთისგან მხოლოდ რაოდენობითა და ხედებით განსხვავდება. არის ორი, სამი და ოთხ ადგილიანი ოთახები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ოთახის ხედებს შორის განსხვავებისა ფასი არ იცვლება და სტუმარს ფასის გამო არ უწევს უარი თქვას დატკბეს საოცარი ხედით.

“Vineyard”-ს პანდემიის დაძაბულ დროსაც არ მოკლებია სტუმრები. ჯერ კიდევ მაშინ, უცხოელი მომხმარებლები ჭარბობდნენ და Booking-ის საშუალებით ჯავშნიდნენ ნომრებს, ახლა კი უცხოელებთან ერთად, ქართველი დამსვენებლებიც არიან, რამაც იმოქმედა ნომრებისა და რესტორნის ფასის დაბალანსებაზე. ადგილზე დამსვენებლებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები მისაღებ ფასად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასტუმროს ადმინისტრაცია მუდამ ზრუნავს დამსვენებლებისთვის მყუდრო გარემოს შექმნაზე და ამჯერად სამომავლოდ ტერასის მოწყობა იგეგმება, რასაც უამრავი სიახლე და გასაოცარი სიურპრიზებიც მოჰყვება.

 

მსგავსი სიახლეები

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

ჯომარდობა ბორჯომში – იჯომარდე და დაიმუხტე ემოციებით სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებთან ერთად

ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით 7 კილომეტრში სოფელი ლარები მდებარეობს, გზის მარჯვენა მხარეს კი „ჯომარდობა ბორჯომში“ ბანაკია განთავსებული, რომლის აღმნიშვნელი ბანერი განსაკუთრებით ექსტრემის მოყვარულებს შეუმჩნეველი ვერ…

ფერედაის ინნ – ქედის მთებში ჩაფლული კოტეჯები, თვალწარმტაცი ბუნება, ცისა და მიწის ჰარმონიული კომბინაცია

მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის ს. გეგელიძეებში 2021 წლიდან ტურისტული განთავსების ობიექტი ,,ფერედაის ინნ" შეიქმნა, რომელიც სასტუმროს ტიპის გლემფინგს წარმოადგენს, რაც გულისხმობს კომფორტულ დაბანაკებას ბუნებასთან…

ტური კვადროციკლებით – უსაფრთხოება, ექსტრემალური გარემო და ისტორიული ადგილების მონახულება თბილისთან ახლოს

ადრენალინის სიყვარულით დაწყებული ბიზნესი ექსტრემალურ გარემოს და ისტორიული ადგილების მონახულებას აერთიანებს. „ტური კვადროციკლებით“ გთავაზობთ: ექსტრემალური ტურები და კვადროთი გასეირნება კოჯორში; კვადროთი გასეირნება უძოს…

რა არის Tourist Card Georgia ?

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ  Tourist Card Georgia- ს, რომელიც საქართველოში ტურისტებისთვის ყველა შესაძლო ინტერესს ერთ სივრცეში აერთიანებს. Tourist Card Georgia…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!