აისეტის კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში ხაჭაპურის ინდექსი 38%-ით გაიზარდა და ახლა 6.30 ლარს შეადგენს.
აღსანიშნია, რომ ეს მაჩვენებელი 5.6%-ით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით.
ინფორმაციის თანახმად, სურსათის გლობალურ და ადგილობრივ ფასებზე დიდი გავლენა რუსეთ-უკრაინის ომმა მოახდინა, რადგან ორივე ქვეყანა მარცვლეულის მსხვილი ექსპორტიორია.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერჯერობით ფასები იზრდება, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფასებზე ზედიზედ მეხუთედ დაფიქსირდა კლება, რაც საბოლოოდ უნდა აისახოს ადგილობრივ ბაზრებზე და შემცირდეს ადგილობრივი ფასები,“- ნათქვამია კვლევაში.