მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Nestle SA აპირებს, რომ ყავის ინდუსტრიის მდგრად განვითარებაში 1,01 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩადოს.
Nestle -მ გამოაცხადა პროგრამა NESCAFE Plan 2030-ის შესახებ, რომელიც რეგენერაციული სოფლის მეურნეობის განვითარებას, ემისიების შემცირებას და ფერმერების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში Nestle ასწავლის ფერმერებს და შესთავაზებს მათ ტექნიკურ მხარდაჭერას, ასევე მიაწვდის ყავის საუკეთესო ნერგებს, რათა დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობის რეგენერაციაზე გადასვლაში. საუბარია ბრაზილიელ, ვიეტნამელ, მექსიკელ, კოლუმბიელს, კოტ-დივუარელ, ინდონეზიელ და ჰონდურასლე ფერმერებზე. სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის კომპანიის მიერ ყავის შესყიდვის 90%.
კომპანიის მიზანია, 2025 წლისთვის მის მიერ შესყიდული ყველა ყავა წარმოებულ იქნას ახალი მდგრადი პრინციპების საფუძველზე. გარდა ამისა, კომპანია მოელის, რომ 2025 წლისთვის მის მიერ შესყიდული ყავის 20% წარმოებული იქნება ყავის გამოყვანის რეგენერაციული მეთოდებით, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 50%-მდე უნდა ავიდეს.