დღეს, თბილისის დროით 11:20 საათისთვის ბარელი Brent-ის ფასმა 80,75 დოლარი შეადგინა, ხოლო WTI ნავთობის ფასი 73,71 დოლარი ღირს.მარტის შემდეგ პირველად ჩამოცდა 75 დოლარს ბარელი ნავთობის ფასი იაპონიაში. საუბარია დუბაის ნავთობზე.
იაპონიის ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიის Eneos-ის ხელმძღვანელი უმინო სინგო აცხადებს, დუბაის ნედლი ნავთობის ფასი პერსპექტივაში 80-100 დოლარის ფარგლებში იქნება. მისი თქმით, ამ დროისთვის ნავთობის დაბალ ფასზე წნეხს ახდენს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების შესახებ ინფორმაცია, რასაც კორონავირუსით გამოწვეული მკაცრი ლქოდაუნები იწვევს, ასევე ამერიკასა და ევროპაში საპროცენტო განაკვეთების გაზრდა.