სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური,“ აქტიურად განაგრძობს როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით.
ამჯერად მან გეზი ზესტაფონისკენ აიღო – ახალი ფილიალი, რომლის კარიც მომხმარებლებისათვის 27 აპრილს გაიხსნა, ზესტაფონში რიგით პირველ, საქართველოს მასშტაბით კი მის 69-ე ფილიალს წარმოადგენს. ახალი მაღაზია სტაროსელსკის ქუჩა #1-ში მდებარეობს და მომხმარებელს ყოველდღიურად, დილის 9:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოემსახურება.
“კარფურის” ახალი ფილიალი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, „კარფურის“ მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.
რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პროდუქციის გარდა, “კარფური” ინარჩუნებს ლიდერობას ხელმისაწვდომი ფასების მიმართულებითაც.
გარდა ამისა, “კარფური” საქართველოში მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. ფრანგული ბრენდი ყოველთვიურად ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ სიურპრიზებს, მრავალფეროვან საჩუქრებს და სახალისო აქტივობებს შესთავაზებს, გამონაკლისი არც ზესტაფონის ახალი ფილიალი იქნება.