რეგიონებიRSS კატეგორიადღის სიახლეებიიმერეთი

ზესტაფონში “კარფურის” პირველი მაღაზია გაიხსნა

0
გაზიარება

სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური,“ აქტიურად განაგრძობს როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით.

ამჯერად მან გეზი ზესტაფონისკენ აიღო –  ახალი ფილიალი, რომლის კარიც მომხმარებლებისათვის 27 აპრილს გაიხსნა, ზესტაფონში რიგით პირველ, საქართველოს მასშტაბით კი მის 69-ე ფილიალს წარმოადგენს. ახალი მაღაზია  სტაროსელსკის ქუჩა #1-ში მდებარეობს და მომხმარებელს ყოველდღიურად, დილის 9:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოემსახურება.

“კარფურის” ახალი ფილიალი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, „კარფურის“ მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.

რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პროდუქციის გარდა, “კარფური” ინარჩუნებს ლიდერობას ხელმისაწვდომი ფასების მიმართულებითაც.

გარდა ამისა, “კარფური” საქართველოში მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. ფრანგული ბრენდი ყოველთვიურად ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ სიურპრიზებს, მრავალფეროვან საჩუქრებს და სახალისო აქტივობებს შესთავაზებს, გამონაკლისი არც ზესტაფონის ახალი ფილიალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

SGBA ბიზნეს სამიტის სპონსორია – არენა ჯგუფი

ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის…

საქართველოში დასაქმებულთა 2.1% აქვს 9 600 ლარი ან მეტი თვიური ხელფასი

2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა, - ინფორმაცია ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. ეს მაჩვენებლები…

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა და 11,288 მლნ ლარი შეადგინა

2023 წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ, თითქმის, 335%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე),…

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გამართული ბიზნეს სამიტი Awork უმასპინძლებს

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების მიერ, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!