სასტუმროებიტურიზმიტურიზმი, დასვენება და გართობა

EPISODE HOTELS – პირველი ტექნოლოგიური სასტუმრო რეგიონში

0
გაზიარება

შესაძლოა, ბევრმა არც კი იცოდეს, რომ 2022 წლის დასაწყისში პირველი ტექნოლოგიური სასტუმრო Episode პეკინის გამზირზე 41 ნომერში გაიხსნა.

სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს და მწვანე სივრცე ატრიუმს. ასევე მოიცავს საერთო სამუშაო სივრცეს, რომელიც ნომრის ღირებულებაში შედის. სასტუმროში ასევე  სტუმრებს დახვდებათ self-service სივრცე, სადაც განთავსებულია კიოსკენირომლებიც სრულად უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის CHECK IN, CHECK OUT & RESERVATION დავალებებს. ანალოგიური დავალების შესრულება მომხმარებელს შეუძლია EPISODE HOTELS – ის აპლიკაციიდან, რომელიც ასევე მათ საშუალებას აძლევს მიიღონ სხვადასხვა სერვისები.  

„შენობა, რომელშიც დღეს ეპიზოდია განთავსებული საბჭოთა კავშირის დროს იყო სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც დღეს გადაკეთდა, როგორც პირველი ტექნოლოგირი სასტუმრო რეგიონში

ეპიზოდში მოსულ სტუმარს დახვდება გამორჩეულად კარგი გუნდი, რადგან გუნდის შერჩევისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვეპოვნა საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანები და არ მოგვითხოვია მათთვის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, რადგან გვჯერა რომ მთავარია გიყვარდეს საკუთარი საქმე და ამავდროულად ჩვენ ახალ მიდგომებს ვქმნით სტუმარმასპინძლობის ინდუსტირაში.“ – განაცხადა Geobusinessnews-თან საუბრის დროს, სასტუმროს მარკეტინგისა და ციფრული პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა -მარიშა გოგოლაურმა.

გარდა სერვისებისა, Episode არქიტექტურისა და დიზაინის კუთხითაც გამოირჩევა. 

შენობა დააპროექტა გიორგი ხმალაძის გუნდმა, ხოლო რეკონსტრუქციის და მშენებლობის ნაწილი კომპანია Unix Development-მა. შენობა არ იყო ახალი, მეტიც  საკმაოდ არასდანდარტული აგებულება ჰქონდა, რამაც გარკვეული სირთულეები გამოიწვია. მიუხედავად ყველაფრისა, სასტუმროს გუნდმა შეძლო ყველანაირი სირთულის დაძლევა და შექმნეს ისეთი ინტერიერი და დიზაინი, რომელიც ადაპტირებადი იქნებოდა შენობასთან ყველა სიტუაციასა და ყველა ფორმაზე, როგორც ავეჯის, ისე ყველა სხვა მასალის მხრივ. 

დღეს კი, როდესაც ოთახში შედიხარ, იმის განცდა არ გრჩება, რომ რაიმე განსხვავება არსებობს ერთი ტიპის ოთახის სტრუქტურებს.

სასტუმრო გათვლილია ნომადებზე და ახალგაზრდა პროფესიონალებზე, რომლებიც ეძებენ ახალ საინტერესო გამოცდილებას სტუმარმასპინძლობის სექტორში. ეს არის გარემო, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ იმუშაონ მშვიდად, გაიცნონ საინტერესო ადამიანები, მიიღონ ინსპირაცია და დაეუფლონ ტექნოლოგიებს.

პანდემიის მიუხედავად, ტურისტების რაოდენობას Episode არ უშინდება და მათ სთავაზობს მაქსიმალურ კომფორტს. ამავდროულად ითვალისწინებს თითოეული ვიზიტორის სურვილს. მომხმარებლის სურვილი მარტივი მოგზაურობის მიმართ იზრდება და ზუსტად ამ სასტუმროში თქვენ იპოვით სიმარტივეს და ყველა იმ სურვილის შერწყმას, რომელსაც დასვენებისას ყველა იმსახურებს.

 

მსგავსი სიახლეები

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

ჯომარდობა ბორჯომში – იჯომარდე და დაიმუხტე ემოციებით სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებთან ერთად

ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით 7 კილომეტრში სოფელი ლარები მდებარეობს, გზის მარჯვენა მხარეს კი „ჯომარდობა ბორჯომში“ ბანაკია განთავსებული, რომლის აღმნიშვნელი ბანერი განსაკუთრებით ექსტრემის მოყვარულებს შეუმჩნეველი ვერ…

ფერედაის ინნ – ქედის მთებში ჩაფლული კოტეჯები, თვალწარმტაცი ბუნება, ცისა და მიწის ჰარმონიული კომბინაცია

მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის ს. გეგელიძეებში 2021 წლიდან ტურისტული განთავსების ობიექტი ,,ფერედაის ინნ" შეიქმნა, რომელიც სასტუმროს ტიპის გლემფინგს წარმოადგენს, რაც გულისხმობს კომფორტულ დაბანაკებას ბუნებასთან…

ტური კვადროციკლებით – უსაფრთხოება, ექსტრემალური გარემო და ისტორიული ადგილების მონახულება თბილისთან ახლოს

ადრენალინის სიყვარულით დაწყებული ბიზნესი ექსტრემალურ გარემოს და ისტორიული ადგილების მონახულებას აერთიანებს. „ტური კვადროციკლებით“ გთავაზობთ: ექსტრემალური ტურები და კვადროთი გასეირნება კოჯორში; კვადროთი გასეირნება უძოს…

რა არის Tourist Card Georgia ?

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ  Tourist Card Georgia- ს, რომელიც საქართველოში ტურისტებისთვის ყველა შესაძლო ინტერესს ერთ სივრცეში აერთიანებს. Tourist Card Georgia…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!