დღის სიახლეებიეკონომიკა

ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

0
გაზიარება

უწების ცნობით, დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე აკეთებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ანგარიში, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს. გარდა ამისა, ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები და მათი გავლენის შეფასება. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ღონისძიებები.

„ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. ბანკების უმრავლესობამ პანდემიის შოკის დროს გამოთავისუფლებული ბუფერები უკვე აღადგინა და რეგიონში გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს სოლიდური ბუფერებით შეხვდა. ფინანსური სექტორის მზაობას, ასევე, ხელი შეუწყო ბანკების აქტივების ხარისხის მდგრადობამ, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი კრიზისამდელ პერიოდში შინამეურნეობების ჭარბვალიანობისა და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით გატარებულმა მაკროპრუდენციულმა ზომებმა შეიტანა. გატარებული ღონისძიებების ფონზე გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები, რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის სიჯანსაღეზე მიუთითებს. მდგრადია არასაბანკო სექტორიც, რომელსაც ასევე დაუწესდა პრუდენციული მოთხოვნები“, – აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შინამეურნეობების საკრედიტო რისკი შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

ლისაბონში ტურისტული გადასახადი გაორმაგდა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ხელისუფლება ტურისტულ გადასახადს აორმაგებს. ინფორმაციას ამის შესახებ  SchengenVisaInfo ავრცელებს. სასტუმროებში გატარებულ დღე-ღამეში ტურისტები დამატებით 4 ევროს გადაიხდიან, მაშინ, როცა ამჟამად…

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!