დღის სიახლეებისიახლეები

ერთ ადამიანს თურქეთში დასვენება 3 000 ლარზე მეტი უჯდება

0
გაზიარება

Turebi.ge-ის დამფუძნებლის თქმით თურქეთში დასვენების ფასები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა ამის მიუხედავად მოთხოვნა არ შემცირებულა.

“სტატისტიკურად ყველაზე მაღალი აქტივობა ივლისი-აგვისტოშია. მაგალითად, თურქეთში საზღვაო მიმართულებაზე, თბილისიდან კვირაში 5-ჯერ ხორციელდება ფრენა და ადგილები მუდმივად შევსებულია. ამ პერიოდში (ივლისი-აგვისტო) ბილეთების ღირებულება თურქეთის მიმართულებით, 1 ადამიანზე 800-1000 ლარამდეა. მაგრამ საკმაოდ დატვირთულია რეკომენდირებული სასტუმროები და ამ მხრივ, 2 000 ლარიდან იწყება ფასი. რაც ნიშნავს, რომ ერთ ადამიანს თურქეთში დასვენება 3 000 ლარზე მეტი დაუჯდება, ეს არის ტურის პაკეტის ღირებულება. ამაზე ნაკლებად, კომფორტული 1 კვირიანი დასვენება შეუძლებელია. სექტემბერშიც ეს ფასებია შენარჩუნებული, მაქსიმუმ 10%-იანი კლება მოხდეს.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, მაგალითად, იტალიაში თუ ორი გზა მომხმარებელს 800 ლარამდე დაუჯდება, სასტუმროში განთავსების ღირებულება საკმაოდ გაზრდილია და 2 500 ლარიდან იწყება.

ფასების ზრდა გამოწვეულია, ბილეთების მაღალი მოთხოვნით. როდესაც ბილეთები ჩაიტვირთა სისტემაში, ზოგიერთ მიმართულებებზე 300-დან 500 ლარამდეც იყო ფასები მოცემული, ასეთი ბილეთების გამოსყიდვა სხვადასხვა პროვაიდერების მხირდან ხდება და მოთხოვნის ზრდასთან ერთად ფასიც იზრდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წლის ზაფხულში ფასები შემცირებული არ არის, მოთხოვნა იზრდება და ფასიც შესაბამისად მაღალია. ქართველები მიეჩვივნენ ჯანსაღ დასვენებას და მაღალი ღირებულების მიუხედავად, მაინც საზღვარგარეთ დასვენებაზე აკეთებენ არჩევანს”,- აცხადებს ნიკა გოგოლაძე.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!