დღის სიახლეებისიახლეები

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 140.282 მლნ დოლარით გაიზარდა

0
გაზიარება

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 140.282 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 426.952 მლნ დოლარით გაიზარდა.                                                                                                                                            2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.345 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 22.549 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.205 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 25.416 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2022 წლის ნოემბრის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 7.918 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 21.501 მლრდ ლარს შეადგენდა-ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებშია აღნიშნული

2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

EIB -ს მიმართ ვალი – 919.651 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.304 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 2.072 მლრდ დოლარს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!