დღის სიახლეებისიახლეები

ესპანეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის „ოქროს ვიზების“ გაცემის წესებს ამკაცრებს

0
გაზიარება

ამჟამად, „ოქროს ვიზა“ მინიმუმ, 500 000 ევროს ღირებულების უძრავი ქონების შეძენის პირობით გაიცემა. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი, El País წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე, „ოქროს ვიზის“ მიღება აქციებში, მინიმუმ, 1 მილიონი ევროს ან სამეფოს სახაზინო ობლიგაციებში 2 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციით შეუძლიათ. ესპანეთის ხელისუფლება სწორედ ამ მოთხოვნების გამკაცრებას აპირებს.

გამოცემა წერს, რომ გასულ წელს სამეფომ, თითქმის, 2500 ნებართვა იმ ინვესტორებზე გასცა, რომლებმაც 500 000 ევროზე მეტ ფასად საცხოვრებელი სახლი შეიძინეს. ეს რაოდენობა ახალი ნებართვების 94%-ს შეადგენდა.

გაზეთის წყაროები არ აზუსტებენ, თუ რომელ გზას აირჩევს ესპანეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის „ოქროს ვიზის“ მისაღები წესის გასამკაცრებლად. მაგალითად, ირლანდიამ და პორტუგალიამ „ოქროს ვიზების“ პროგრამა თებერვალში დახურეს, ხოლო საბერძნეთმა განაცხადა, რომ რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის ათენში საინვესტიციო ბარიერს 500,000 ევრომდე გააორმაგებს. კვიპროსის მთავრობამ პროგრამა ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბრიდან შეაჩერა, რადგან გამოძიებამ დაადგინა, რომ 2007-დან 2020 წლის აგვისტომდე ქვეყანაში 3 000 პასპორტიდან ნახევარზე მეტი დარღვევით გაიცა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, ანუ ჯერ კიდევ უკრიანის ომის დაწყებამდე „ოქროს“ სავიზო პროგრამა უკანონოდ მოპოვებული ფულის ქვეყანაში ინექციის რისკის გამო ოფიციალურად დახურა. მონტენეგროში ეკონომიკასა და უძრავ ქონებაში ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან აღარ გაიცემა, რითიც ქვეყანამ „ოქროს პასპორტის“ პროგრამა დაასრულა. ბულგარეთის პარლამენტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები უკრაინის ომის დაწყებიდან ზუსტად ერთ თვეში, 2022 წლის მარტის ბოლოს შეიტანა, რომლითაც „ოქროს პასპორტები“ გაუქმდა. ასევე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამამ მარტში განაცხადა, რომ ქვეყანამ საბოლოოდ ევროკავშირის კრიტიკა გაიზიარა და „ოქროს პასპორტის“ პროგრამა დროებით დახურა.

3 მაისს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროპამ რეგიონის ქვეყნებში საცხოვრებლის შეძენის სანაცვლოდ მოქალაქეობის გაცემა შესაძლოა, მალე შეწყვიტოს. ეს გამოწვეულია ქონებაზე ფასების მკვეთრი ზრდითა და ამ წესის მიმართ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილებით.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!