წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის 27 ქვეყნისგან მიღებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 116 მილიონი დოლარი შეადგინა – ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოცულობა 59.4 პროცენტით არის შემცირებული.
2023 წლის პირველ სამ თვეში შესაბამისი მაჩვენებელი 286,176 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ინვესტიციის მოცულობის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნების ხუთეულია :
- ჩეხეთი – 41.,502 მლნ;
- ნიდერლანდები – 32.348 მლნ;
- მალტა – 11,671 მლნ;
- დანია – 10,186.8;
- ავსტრია – 5,656 მლნ.
საქართველომ პირდაპირი ინვესტიციის სახით ევროკავშირის ქვეყნებისგან მთლიანი ინვესტიციების ჯამური ოდენობის 57.7 პროცენტი მიიღო.
ინფორმაციისთვის: საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია.