„აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში საშუალო თვიური ხელფასი 2 290 ევროთი ანუ დაახლოებით 7 ათასი ლარით მეტია, ვიდრე საქართველოში.
Eurostat-ს ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული თუ რამდენი იყო 2023 წლის საშუალო ხელფასი ევროკავშირში. შესაბამისად, „აისეტს“ ევროკავშირის 2022 წლის საშუალო ხელფასის მონაცემი აქვს შედარებული საქართველოს 2023 წლის ანალოგიურ მონაცემთან.
ამ მონაცემების თანახმად, თუ 2022 წელს ევროკავშირში საშუალო თვიური ხელფასი 2 944 ევროს შეადგენდა, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2023 წელს 654 ევრო ანუ 1 858 ლარი იყო. 2022 წელს კი საქართველოში საშუალო ხელფასი 1 543 ლარს ანუ დაახლოებით 502 ევროს შეადგენდა.
ამ ინფორმაციას „აისეტი“ „საქსტატისა“ და Eurostat-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.